in ,

აქამდე უცნობი ისტორია: რატომ ჩაიშალა მალხაზ ასათიანის ტრანსფერი ბლექბერნში…

Youtub-არხზე გადაცემა “სარბიელის პოდკასტში” სტუმრობისას ზურაბ ხიზანიშვილმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა, რატომ ჩაიშალა მალხაზ ასათიანის ტრანსფერი ინგლისურ “ბლექბერნში”.

“ბლექბერნში ჩატარებული პირველის სეზონის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა მკითხა, ჩვენი ქვეყნიდან ვის შეეძლო “ბლექბერნში” ეთამაშა. პირველი ვინც ვუთხარი მალხაზ ასათიანი იყო. გული მწყდებოდა, რომ რუსეთში თამაშობდა, ნამდვილად არ იყო რუსეთის დონის მოთამაშე, მას გაცილებით უფრო მაღალ დონეზე უნდა ეთამაშა. თან ერთი ასაკის ვართ, ნაკრებშიც ბევრი თამაში გვქონდა ნათამაშები, პიროვნულადაც ძალიან მაგარი ადამიანია.

მხოლოდ გვარით ბევრი ვერაფერი გაიგეს. ისე დაემთხვა, რომ რუსეთის ჩემპიონატში მოსკოვის “ლოკომოტივი” ცსკა-ს ეთამაშებოდა და იმ მატჩზე “ბლექბერნიდან” სკაუტები გაგზავნეს მის თამაშზე დასაკვირვებლად. ასათიანმა იცოდა ჩემგან, რომ მის სანახავად ჩადიოდნენ. მალხაზი რა დონის ფეხბურთელი იყო, ყველამ ვიცით, ის შეხვედრა თავიდან ნახევარდაცვაში დააწყებინეს, გოლი გაიტანა, მგონი “ლოკომოტივმა” 1:0 მოიგო ის თამაში, საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მეორე ტაიმში “ლოკომოტივს” ფეხბურთელი დაემტვრა და ბოლო ნახევარი საათი ასათიანი ცენტრალურ მცველად ათამაშეს, იქაც მაგრად ითამაშა. იქიდანვე დარეკა სკაუტმა და ძალიან მაგრად დაახასიათა – ეს ზიდანია, ნახევარდაცვაში დაიწყო თამაში, გოლი გაიტანა, მერე ცენტრალურ მცველად დააყენეს, იქაც მაგრად ითამაშაო.

მეორე დღეს ვარჯიშზე ჰიუზმაც მითხრა, ძალიან კმაყოფილები ვართო. თუმცა შემდეგ ისე მოხდა, რომ “ლოკომოტივმა” ტრანსფერში 11 მილიონი ევრო მოითხოვა და იმ პერიოდში მით უმეტეს ინგლისში, თან რეკლამის გარეშე, ასეთ თანხას ნამდვილად ვერ გადიხდიდნენ. ძალიან გული დაგვწყდა, რომ ასეთი ტრანსფერი ჩაიშალა…

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდომ მანჩესტერს კონტრაქტის გაწყვეტა მოთხოვა: კრიშტიანო თბილად მიიღეს და ვითარებაც „კარგია“

დაიწყო: ევრობასკეტის ბილეთების ყიდვა უკვე შეგიძლიათ!