in

აფხაზურმა კლუბმა შესაძლოა რუსეთის ჩემპიონატში ითამაშოს

დღეს, 5 მაისს, რუსეთის ფედერაციის სპორტის მინისტრის მოადგილემ ოდეს ბაისულტანოვმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ჯემალ გუბაზთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სტატიაში წერია მხარეებმა განიხილეს სოჭისა და აფხაზური საფეხბურთო კლუბების სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. წყაროს ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო ის საკითხი, რომ აფხაზურმა საფეხბურთო კლუბმა რუსეთის ჩემპიონატის რანგით მესამე დივიზიონში ჩაერთეს. კლუბს ბაზა სოჭში ექნება, საშინაო შეხვედრებს კი, სოხუმში ჩაატარებს. აფხაზურ კლუბს რუსეთის ჩემპიონატის მესამე დივიზიონში შემდეგი სეზონიდან ელიან.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი რუსეთში ჩემპიონატის კალენდრის განახლებაზე მსჯელობენ და მათი თქმით ეს რუსეთისა და ე.წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტულ ურთიერთიბებს გააღრმავებს

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება შემცირდა

ევროპასა და კონფერენს ლიგაზე ფინალური წყვილები გაირკვა