in

აფრიკული ფეხბურთი მილიარდერს ჩააბარეს: წინამორბედი კორუფციისთვის გაუშვეს

სამხრეთ აფრიკელი მილიარდერი პატრის მოტსეპე აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CAF) ახალ პრეზიდენტად აირჩიეს 5 წლის ვადით.

ახალი თავკაცის არჩევა რაბატში (მაროკო) მიმდინარე კონფედერაციის 43-ე გენერალურ ასამბლეაზე მოხდა.

59 წლის მოტსეპე თავისი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიზნესმენია. მის მფლობელობაშია საფეხბურთო კლუბი „მამელოდი სანდაუნსი“. მისი დის ქმარია სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა.

სამხრეთ აფრიკელი ამ პოსტზე წარმოშობით მადაგასკარელ ახმად ახმადს შეცვლის. 2020 წლის ბოლოს ის 5 წლით ნებისმიერ საფეხბურთო საქმიანობას ჩამოაშორეს კორუფციაში ბრალდების გამო.

მოტსეპე ერთადერთი კანდიდატი იყო. მან მხარდაჭერა მიიღო ფიფასგან და პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსგან. წილისყრამდე კანდიდატურები მოხსნეს კოტ დივუარის, მავრიტანიისა და სენეგალის წარმომადგენლებმა.

„დიდი მილოცვა პატრის მოტსეპეს ამ ახალი როლის გამო“, – დაწერა ტვიტერზე კამერუნის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და ზოგადად აფრიკული ფეხბურთის ლეგენდამ სამუელ ეტოომ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსა აგუეროს მოელაპარაკა: სერხიო მესისთან მიდის

გილოცავთ… ატლეტიკოს მეკარე პირველი ღია ლესბოსელი გახდა