მოჰამედ სალაჰი ისტორიაში საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დაასახელეს.
„ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების ფლანგის შემტევი 32 ფეხბურთელის რეიტინგს ჩაუდგა ათავეში, რომელიც ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მა შეადგინა.
- მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე)
- ჟორჟ ვეა (ლიბერია)
- სამუელ ეტოო (კამერუნი)
- დიდიე დროგბა (კოტ დივუარი)
- იაია ტურე (კოტ დივუარი)
- სადიო მანე (სენეგალი)
- რიად მარეზი (ალჟრი)
- აბედი პელე (განა)
- მაიკლ ესიენი (განა)
- ჯეი-ჯეი ოკოჩა (ნიგერია)
მე-12 ადგილი დაიკავა ნვანკვო კანუმ (ნიგერია), მე-13 – როჟე მილამ (კამერუნი), მე-14 – სამუელ კუფურმა (განა), მე-16 აღმოჩნდა პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი), მე-19 – ბრუს გრობელაარი (ზიმბაბვე), 20-ე – რიგობერ სონგი (კამერუნი), 22-ე – ემანუელ ადებაიორი (ტოგო), 24-ე – კოლო ტურე (კოტ დივუარი), 25-ე – ფრედერიკ კანუტე (მალი), 27-ე – სალი მუნტარი (განა), 29-ე – ასამაო გიანი (განა).
GIPHY App Key not set. Please check settings