აფრიკის თასი შესაძლოა ისევ გადაიდოს. მოგეხსენებათ, აფრიკის კონტინენტის საფეხბურთო პირველობა კამერუნში 2021 წლის თებერვალში უნდა გამართულიყო, მაგრამ ტურნირი 2022 წლის იანვარ-თებერვლისთვის გადადეს და შესაძლოა ახლაც გადაიდოს.
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ საგანგებო კრება გამართა და ტურნირის ორგანიზატორებმა განიხილეს საკითხი, რომ კონტინენტზე ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ჩასვლა, კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” მზარდი ტემპებით გავრცელების გამო მეტად სახიფათოა.
ფრანგული და ინგლისური კლუბები მხარს უჭერენ ტურნირის გაუქმების ინიციატივას, რადგან არ სურთ თავიანთი ფეხბურთელების ჯანმრთელობით გარისკვა და მათი დაკარგვა კარანტინის პერიოდში.
უცხოური წყაროების მიხედვით, კამერუნში დაგეგმილი აფრიკის ერთა თასი არ ჩატარდება, ტურნირს 2023 წლის ზაფხულში კოტ-დ’ივუარი უმასპინძლებს, რათა თანხვედრა არ მოხდეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატთან.
აფრიკის თასი, რომელიც ყოველ ორ წელიწადში იმართება, ბოლოს 2019 წელს შედგა და ის ალჟირის ნაკრებმა მოიგო.
GIPHY App Key not set. Please check settings