in

აფრიკის თასი ისევ ზამთარში ჩატარდება

აფრიკის თასის ჩატარების თარიღი მუდმივი სჯა-ბაასის საგანია. ყოველთვის იანვრის პერიოდს ემთხვევა. პერიოდს, როცა პრემიერ ლიგა საგანგებო რეჟიმზე გადადის და ლამის ყოველდღე მატჩებია. მუდმივად მიდის მოლაპარაკებები, რომ ცოტა ხნით გადაიწიოს თარიღმა, მაგრამ აფრიკელები პოზიციებს არ თმობენ.

გუშინ, გამოცემა „ატლეტიკმა“ დაწერა, რომ 2024 წელს გასამართი აფრიკის თასი იანვარში აიღებს სტარტს და გულშემატკივარმა უკვე დაიწყო გაბრაზებული კომენტარების წერა. პრემიერ ლიგის პერსპექტივიდან ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რამდენად შესაძლებელია მაისში, კოტ დიუარში ტურნირის ჩატარება? წელიწადის თბილ დროს ამ ქვეყანაში საშუალო ტემპერატურა 35-37 გრადუსს აღწევს და ამით ყველაფერს წერტილი ესმევა.

მეორე მხარეს კი პრემიერლიგის გუნდები, რომლებიც იანვრის პერიოდში წამყვანი მოთამაშეების გარეშე რჩებიან. „ლივერპული“, რომელსაც სალაჰი, მანე და კეიტა ტოვებდნენ. ნუ, მანე წავიდა და ერთით ნაკლები პრობლემაა, მაგრამ 5 მატჩის ჩატარება სალაჰის გარეშე… იქით „ბრაიტონია“, მვეპუთი და სხვა ვარსვკლავებით. „ტოტენჰემი“, რომელმაც ივ ბისუმა დაიმატა.

პრემიერლიგას იმიტომ ვახსენებთ, რომ ყველა წამყვანი ჩემპიონატი ამ დროს ისვენებს, მაგრამ კონსერვატორ ინგლისელებს ვინ შეჰბედავს რამე შევცვალოთო… ჰოდა, თავის თავს დააბრალონ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალიამ რეიტინგშიც გაგვასწრო…

ერიკსენი მანჩესტერში გადავიდა, არსენალმა ჟეზუსი წარადგინა და რონალდოს წასვლა სურს: დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები