in

აფრიკა მოვილიეთ, წინ იაპონიაა: ვინ იქნება მე-9

უკვე გარკვეულია: საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ათ გუნდში მოხვდა.

უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში საქართველომ პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკა დამაჯერებლად დაამარცხა – 20:7.

საქართველო ფავორიტად მიიჩნეოდა. ჩვენებმა ეს თავიდანვე გაამართლეს: 8 წუთში 3:1 მოიგეს, მომდევნო ორში შედეგიანობას მოუმატეს, შესაბამისად 5 და 7 გაიტანეს და ბოლო მეოთხედის წინ 15:4 გავიდნენ წინ, რაც გამარჯვებას ნიშნავდა.

მატჩს ტრიბუნებიდან თვალს ადევნებდნენ იაპონიის ნაკრების წყალბურთელები, რომელმაც მანამდე ავსტრალია დაამარცხეს და მეცხრე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს შეხვდებიან.

მატჩი 1 ივლისს 20:30 საათზე გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩავიდნენ: იმ დღესვე ივარჯიშეს, ხვალ თამაშია – ვიდეო

3 მატჩის 16 გოლი: ოვაციებით გაცილებული ხვიჩა და ბათუმის დინამოს შთამბეჭდავი პერფორმანსი