in

აფრასიძე ზაფხულში გუნდს შეიცვლის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ჰავბეკი გელა აფრასიძე მსოფლიო თასის შემდეგ, კარიერას ფრანგულ “ბაიონაში” გააგრძელებს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად სპორტულმა ჟურნალისტმა ტატო ნიკურაძემ გაავრცელა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, ფრანგულმა Lequipe-მა დაადასტურა.

25 წლის “ბორჯღალოსანი” ფრანგული “მონპელიეს” ღირსებას 2017 წლიდან იცავდა და შარშან ჩემპიონობაც მოიპოვა. ნახევარფინალში გელამ ორი რთული საჯარიმო დარტყმის გატანაც მოახერხა და მეორე ტაიმში დაახლოებით 30 წუთიც ითამაშა.

“ბაიონა” top 14-ში გამოდის და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებს. ამ გუნდში საქართველოს ნაკრების გამოცდილი მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე ირჯება.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდამ ტოტენჰემში ლორისი უნდა შეცვალოს

ისეთიც არაფერი: ევროპა ლიგა 1/8 ფინალში დაწყვილდა