in

აუცილებლად უნდა მოვიგოთ: ალბანეთს გზა მოჭრილი აქვს და მხოლოდ 3 ქულა უნდა

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურში, ხვალ თბილისში ალბანეთს შეხვდება. მატჩის წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა. აი რა თქვა ჩვენი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა.

სილვინიო:

„მხოლოდ დადებითი შედეგი დაგვაკმაყოფილებს. სხვანაირად პირველ ადგილზე გასვლის შანსი ძალიან შეგვიმცირდება.

ჩვენ საქმე გვაქვს ფიზიკურად და ტექნიკურად ძლიერ მეტოქესთან, რომელიც ტაქტიკურად გამართულია და ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს. მათ კონტრშეტევაზე თამაში ეხერხებათ.

ჩეხეთთან მატჩს დიდი ძალები შევალიეთ, მეტოქემ შესანიშნავი ფიზიკური მომზადება დაგვიპირისპირა. პრაღიდან გრძელი გზა გამოვიარეთ, სასტუმროში დავაგვიანეთ, ვივარჯიშებთ და გავერკვევით. შემადგენლობას ხვალ დავასახელებ. ყველას 100%-ით ვენდობი.

ჩვენს წინაშე არის ასეთი რეალობა: აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა გავაგრძელოთ ბრძოლა პირველი ადგილისთვის. ჩვენი უპირატესობაა, რომ ბოლო ორ თამაშს შინ გავმართავთ. ამდენად, საქართველოსთან დადებითი შედეგი სასიცოცხლოდ აუცილებელია. სამი ქულის მოპოვება გვჭირდება. რთული მოწინააღმდეგის დამარცხება გვჭირდება“.

პრესკონფერენციაზე ასევე იყო ალბანეთის ნაკრების წევრი ადრიან ისმაილი:

„აქ მხოლოდ სამი ქულისთვის ჩამოვედით. სხვა გზა არ გვაქვს, რადგან მხოლოდ მოგება დაგვიტოვებს შანსს. მჯერა, აქედან სამ ქულას წავიღებთ. საქართველოსთან წაგებას არ ვიმსხურებდით, თუმცა ეს უკვე წარსულია.

საქართველოს ნაკრების ხარისხი და მისი ძლიერი მხარეები ვიცით. მწვრთნელმა ყველა ასპექტი გაანალიზა და ჩვენი თავდადებით და მოტივაციით მიზანს მივაღწევთ. გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვალ კარგ მოედანზე ვითამაშებთ: ლაშა დვალი ქომაგებს მოუწოდებს ალბანელებივით არ მოიქცნენ

ვიდეო: შერმადინი ბარსელონასთან საუკეთესო იყო, ტენერიფე ბოლო წამებზე დამარცხდა