საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში საწვრთნელ შეკრებაზე პირველი ვარჯიში გამართა.
საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად საბა ლობჟანიძეს და გიორგი გულიაშვილს არ უვარჯიშიათ, რომლებიც ნაკრებს დღეს შეუერთდნენ.
მოხლოებული მატჩების შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, საბა გოგლიჩიძემ და ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრეს.
საბა გოგლიჩიძე:
“რთული თამაში გველის. ამ ეტაპზე ესპანეთთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულები. ვიცით, რომ მეტოქე ძლიერია, თუმცა ეს ფეხბურთია და ასი პროცენტით მობილიზებულები გავალთ სტადიონზე. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ. სანაკრებო პაუზის წინ, კლუბში 90 წუთი ვითამაშე და სრულად მზად ვარ, რომ დავეხმარო გუნდს”
ანზორ მექვაბიშვილი:
“ძალიან რთული გასვლითი მატჩები გვაქვს ჩასატარებელი. ვფიქრობ, აუცილებლად გვექნება ესპანეთთან შეხვედრაში ჩვენი შანსები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად. თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სექტემბრის შეკრების შემდეგ, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მოახლოებულ მატჩებისთვის კარგ კონდიციაში ვყოფილიყავი და მზად ვარ იმისთვის რომ ნაკრებს დავეხმარო”.
სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. 11 ოქტომბერს ნაკრები ესპანეთს ელჩეში დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ესტუმრება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (ცსკა 1948 სოფია, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
11 ოქტომბერი, ელჩე | ესპანეთი – საქართველო | 22:45
14 ოქტომბერი, იზმითი | თურქეთი – საქართველო | 22:45
GIPHY App Key not set. Please check settings