ესპანეთის წლევანდელი აბდა-უბდა ჩემპიონატი თითქმის დასრულდა (ხვალ ორი მატჩია) და ჩემპიონიც ბოლო ტურში გაირკვა. ესპანეთის ჩემპიონატი მადრიდის „ატლეტიკომ“ მოიგო.
“ატლეტიკო” ჩემპიონი მე-11 გახდა და მეორედ დიეგო სიმეონეს მწვრთნელობისას. პირველად 2013/14 წლების სეზონში. სიმეონე “ატლეტიკოში” ჩემპიონი ფეხბურთელობის დროსაც გამხდარა (1996).
სეზონის განმავლობაში სუსტად მოთამაშე „რეალმა“ და „ბარსელონამ“დიეგო სიმეონეს გუნდი წინ გაუშვეს და თითქოს „ათლეტებს“ დიდი გართულების გარეშე უნდა მოეგოთ პირველობა, მაგრამ ბოლოსკენ მერე თავად ანიავეს ქულები და იმდენიც კი ქნეს, რომ პოტენციურად ჯერ „ბარსელონას“ გადაულოცეს ლიდერობა და მერე „რეალს“, თუმცა ვერცერთმა ვერ გამოიყენა თავისი შანსი. „ატლეტიკოს“ კიდევ უმართლებდა და თავისი მატჩებიც ძნელად და იღბლით მოიგო. ბოლო ტურში კი ის უნდა გარკვეულიყო, რომელიც მადრიდული გუნდი გახდებოდა ჩემპიონი.
„რეალმა“ შინ ბოლო წუთებზე გატანილი ორი გოლით (ბენზემა და მოდრიჩი) აჯობა „ვილიარეალს“ (2:1), შესაბამისად „ატლეტიკოს“ აუცილებლად უნდა მოეგო. მომავალი ჩემპიონები პირველ ტაიმს აგებდნენ „ვალიადოლიდთან“, მაგრამ მეორე ტაიმში გამოასწორეს თამაში და ანხელ კორეას შესანიშნავი გოლისა და ერთი ერთზე გაქცეული ლუის სუარესის (მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი) დაბალ კუთხეში დარტყმულით „ატლეტიკო“ ჩემპიონი გახდა.
ლუის სუარესმა წლევანდელ ლა ლიგაში მე-11 გამარჯვების გოლი გაიტანა.
ატლეტიკო 86 ქულა
რეალი 84
ბარსელონა 79
სევილია 74 (მატჩით ნაკლები)
GIPHY App Key not set. Please check settings