in

ასე თუ ვითამაშეთ: საქართველომ იტალიასთან ბოლომდე იბრძოლა – ფოტო

ბელგრადში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი იტალიასთან გამართა და ბრძოლაში დამარცხდა – 14:16.

3-3 გოლი გაიტანეს ვაკო დადვანმა და სტეფან პიეშივაცმა. 2 – საბა ტყეშელაშვილმა და დუშან ვასიჩმა, ხოლო თითო გოლი ნიკა შუშიაშვილის, ანდრია ბითაძის, ველკო ტანკოშიჩის და ანდრია ვლაჰოვიჩის ანგარიშზეა.

საქართველო – იტალია 14:16 (2:2, 4:6, 4:6, 4:2)

საქართველო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი (2), დადვანი (3), შუშიაშვილი (1), ბითაძე (1), ვასიჩი (2), ადეიშვილი, სარიჩი, მაგრაქველიძე, ტანკოშიჩი (1), პიეშივაცი (3), გვეტაძე, ვლანოვიჩი (1), ჩიქოვანი

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე უდაო ფავორიტი და დიდი ტიტულების მქონეა (3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი და 3-გზის ევროპის ჩემპიონი, 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი), საქართველომ მედგარი წინააღმდეგიბა გაუწია და აჩვენა, რომ ამბიცია და პოტენციალი აქვს. თუ ასე ვითამაშეთ, დარჩენილ ორ შეხვედრაში წარმატების შანსი უთუოდ გვექნება.

საქართველოს მომდევნო მატჩს 19 იანვარს, 18:30 საათზე რუმინეთთან გამართავს, ხოლო ჯგუფის დასკვინითი შეხვედრა 21 იანვარს, ასევე 18:30 საათზე თურქეთთან გვაქვს.

ჩვენი შემდეგი მეტოქე რუმინეთი ხორვატიასთან დამარცხდა – 9:17 (1:5, 2:1, 3:5, 3:6).
საბერძნეთმა კი თურქეთი დაამარცხა – 20:8 (6:3, 6:1, 4:3, 4:1).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენ ჩემპიონები გავხდით: ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია

სენსაციასთან ახლოს: საქართველო ევროპაზე ხორვატიასთან ბოლოს დამარცხდა – ფოტო