in

ასეთ საქართველოს არ ელოდნენ: დარბიან, უტევენ, თავს იცავენ…

ერთა ლიგის პირველ ტურში უკრაინის 2:1 დამარცხების შემდეგ, ალბანეთში საქართველოს ნაკრებთან მატჩისადმი უდიდესი ინტერესია და 22-ათასიან “აირ ალბანიაზე” ყველა ბილეთი გაყიდულია.

ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია თავის ოფიციალურ საიტზე ფანებს თბილი, პოზიტიური ატმოსფეროს შექმნისაკენ და მეტოქე გუნდისადმი პატივისცემისადმი მოუწოდებს. აგრეთვე იმედს გამოთქვამენ, რომ გულშემატკივარი ეროვნული გუნდის მეთორმეტე ფეხბურთელი იქნება.

panorama წერს, რომ მართალია “ჯვაროსნებმა” ევრო 2024-ზე ყველას დაუმტკიცეს, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავთ, მაგრამ მათ მიერ ჩეხეთის ასეთი ანგარიშით ძლევას არ მოელოდნენ, მოწინააღმდეგეს ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტარეს და “კვარა და კომპანია” ლიგა A-ში აღზევების პრეტენდენტები არიან.

Botasot-ი აღნიშნავს, რომ ახლა ისეთი მაგარი ნაკრები ჰყავთ, როგორც არასდროს და ქომაგები აქტიური მხარდაჭერით თავიანთ ფეხბურთელებს უნდა დაეხმარონ.

ერთა ლიგის პირველ ტურში უკრაინის 2:1 დამარცხებით ალბანური მედია აღფრთოვანებულია. TopSporti წერს, რომ ახლა მთელი ყურადღება საქართველოს ნაკრებთან მატჩზეა მიპყრობილი, რომელმაც ჩეხეთი გაანადგურა. კომენტარი ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სილვინიომ გააკეთა.

ბრაზილიელი სპეციალისტი თამაშის შემოტრიალებით კმაყოფილი დარჩა და “ჯვაროსნებზეც” ისაუბრა:

“ჩვენ უკრაინას არაერთხელ შევხვედრივართ, ისევე როგორც საქართველოს. მძიმე ჯგუფია. ჩეხეთიც ძლიერი გუნდია. სამშაბათს ძალიან რთული მეტოქე გვეყოლება, ფიზიკურად მძლავრი და ორგანიზებული. ისინი 3-5-2 სქემით თამაშობენ, ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ, ბევრს დარბიან, უტევენ, თავს იცავენ, ორგანიზებულები არიან, კარგი მწვრთნელი უდგათ სათავეში. მათი ბოლო თამაში არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ურთულესი დაპირისპირება გველოდება”

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რაში უნდა მოუმატოს მამარდაშვილმა: ლივერპულის ექსპერტი ქართველ მეკარეზე

გოლი 48 ნაკრებთან: რონალდოს ახალი რეკორდი