in

ასეთი რამ ხშირად არ ხდება: ორი ქართველი ლიგა 1-ის სიმბოლურშია – ჟორჟი და ზურიკო

ორი ქართველი – გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი ტოპ 5 ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს. Sofascore-მა ლიგა 1-ის მე-9 ტურის შედეგები შეაჯამა.

მოგეხსენებათ, ორივე ჩვენიანმა დუბლი შეასრულა. თუმცა დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ 2:4 დამარცხდა „ანჟერთან“ . მისი თამაში ვებგვერდმა 7.8 ქულით შეაფასა. ზურიკო სიმბოლურ ნაკრებში whoscored-მაც შეიყვანა, რომელმაც დავითაშვილს 7.7 ქულა დაუწერა.

მიქაუტაძე კი „ლიონი“-„ოსერის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მანაც ორი გოლი გაიტანა. გიორგიმ Sofascore-ისგან 9.0 ქულა დაიმსახურა და სიმბოლურის სამ საუკეთესოშიც აღმოჩნდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატი ანდრონიკაშვილს რიგის ვეფ-მა 3-კვირიანი კონტრაქტი გაუფორმა

გიორგი მიქაუტაძე საუკეთესო მოთამაშეა