in

ასეთი რამ ისტორიაში არავის გაუკეთებია: მიქაუტაძემ საფრანგეთი გადარია

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში ზედიზედ ექვს შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა. სულ მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 13 გოლი და 4 საგოლე პასია. ამ მაჩვენებლით მან გია გურულის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 12 გოლით საფრანგეთში ნათამაშებ ქართველებს შორის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი იყო. ამასთან, მიქაუტაძე ჩემპიონატის ბომბარდირებში მე-6 ადგილზე დაწინაურდა, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი სეზონი არ უთამაშია.

მიქაუტაძის თამაშს და გოლებს გამოხმაურება მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ მან ერთი რეკორდი გაიმეორა, ერთი კი დაამყარა.

Diario as
„ის გავლენა, რომელიც მას აქვს „მეცზე“, არცერთ სხვა ფრანგულ კლუბზე მოთამაშეს არ გააჩნია. „აიაქსმა“ ის „მეცს“ 10 მილიონ ევროდ ყიდვის ოფციით დაუთმო. თუ ქართველი „მეცის“ გადარჩენას მოახერხებს, ეს ლიგა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სასწაული იქნება“.

Sociosfcmetz
„გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ პირველი მოთამაშეა, რომელმაც ლიგა 1-ის ზედიზედ ექვს მატჩში მოახერხა გოლის გატანა. „მეცში“ დაბრუნების შემდეგ ეს მისი მე-11 გოლია. ბოლოს ასეთი რამ 1985 წელს ჟიულ ბოკანდემ შეძლო“.

supp_Lorient
„მიქაუტაძე ყველას აჩვენებს, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი“.

PassionFootClub
„თუ „მეცი“ ლიგა 1-ში დარჩება, კლუბმა გიორგი მიქაუტაძეს დიდი მადლობა უნდა გადაუხადოს“.

Footballogue
„მიქაუტაძე „აიაქსიდან“ „მეცში“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდა და ამის შემდეგ 11 გოლი გაიტანა, ასეთი რამ ლიგა 1-ის ისტორიაში არავის გაუკეთებია“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა, მაგრამ შტურმი ჩემპიონი ჯერ ვერ გახდა

ვინ გახდება პრემიერლიგაში საუკეთესო: ნომინანტები ცნობილია