in

ასეთი რამ გაგონილა: გულშემატკივრებს ციხეში სვამენ თუ გუნდის მაისურს ჩაიცმევენ

საფრანგეთის თასის ¼ ფინალის მატჩის წინ ქალაქ ნანტის ხელისუფლებამ ადგილობრივი კლუბის გულშემატკივრებს ქალაქის ცენტრში გუნდის ფორმით გამოჩენა აუკრძალა.

პრეფექტურამ გამოაქვეყნა განკარგულება, რომლის თანახმად „ნანტისა“ და „ბასტიის“ გულშემატკივრებს აუკრძალა ავტომობილის მართვა ან პარკირება ქალაქის ცენტრის პერიმეტრზე. ასევე ხელისუფლებმა გამოუშვა წესი, რომ ვინც ქალაქის ცენტრში „ნანტის“ მაისურს ატარებს, ექვემდებარება 6 თვით თავისუფლებას აღკვეთას, 30 ათასი ევროს ჯარიმას და ეკრძალება 5 წლით სტადიონზე დასწრება.

ასეთი გაუგონარი სიმკაცრის მიზეზი დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ ორ კლუბის ქომაგებს აშორის ხშირად ხდებოდა შეხლა-შემოხლა.
თამაში „ნანტმა“ 2:0 მოიგო.

მომავალშიც გაგრძელდება ასეთი „აქცია“ თუ მარტო „ბასტიასთან“ შეხვედრისას იმოქმედა ამ წეს-კანონმა, ჯერ ცნობილი არ არის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავით მესხი: ნაკრებში თამაში ყველა მორაგბის ოცნებაა და მე ეს ოცნება ავიხდინე

ნეიმარს ანგარიშიდან ფული მოპარეს: ვიღაც 20 წლის ბიჭი დაიჭირეს