in ,

ასეთი გუნდის ყურება სასიამოვნოა

პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში სტუმრად 1:0 მოუგო „არსენალს“. ბუნებრივია, თამაში დაძაბული და რთული გამოვიდა. პარიზელებს შეეძლოთ მეტის გატანაც და შინ უფრო კომფორტული ანგარიშით დაბრუნება, მაგრამ თავის მხრივ ლონდონურ კლუბსაც ჰქონდა შანსები (ერთი გოლი VAR-მა არ ჩაუთვალა) და ისეც შეიძლებოდა საერთოდ ვერ მოეგო პსჟ-ს.
ცხადია, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ყველაფერი განმეორებით პარიზულ შეხვედრაში გაირკვევა, 7 მაისს.

თამაშის შემდეგ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა მცირე შეფასება გააკეთა.

ლუის ენრიკე:

„ძალიან ემოციური შეხვედრა იყო. ძნელია ასეთ ატმოსფეროში თამაში. მებრძოლ ხასიათს ყოველთვის ვაჩვენებთ. ასეთი გუნდის ყურება ძალიან სასიამოვნოა. დებიუტში გატანილმა გოლმა თავდაჯერება შეგვმატა. გარკვეულ ეპიზოდებში გაგვიჭირდა, თუმცა მეორე გოლის გატანაც შეგვეძლო. თამაშის კონტროლზე უნდა ვიფიქროთ. განმეორებითი მატჩი ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გვექნება და მზად ვიქნებით“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პირველი მოგებულია: ხვიჩას საგოლე პასი და კარგი მატჩი

კვარაცხელიაზე პენალტი იყო