in ,

ასეთი არაფერი მინახავს: ინგლისში ფეხბურთელმა 5 წამში ორი ყვითელი მიიღო და გააგდეს – ვიდეო

პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩში, „ვულვერჰემპტონსა“ და „არსენალს“ შორის უჩვეულო და ძალიან იშვიათი რამ მოხდა. 69-ე წუთზე „არსენალის“ თავდამსხმელმა გაბრიელ მარტინელიმ 5 წამში ორჯერ დაარღვია წესები, მიიღო ორი ყვითელი ბარათი, შესაბამისად წითელი და გააგდეს. დიახ, 5 წამში და არა 5 წუთში.

ჯერ იყო და მარტინელიმ აუტის მოწოდება შეუშალა მეტოქეს და ხელი ჰკრა, მერე კი ამავე აუტიდან მოწოდებულზე მეორე მეტოქეს დაედევნა და მასაც უჯიკა და წააქცია.

მსაჯმა მაიკლ ოლივერმა კი ორივე შემთხვევისთვის ცალ-ცალკე მისცა ყვითელი.

არბიტრის გადაწყვეტილება წესებს შეესაბამება, თუმცა ცნობილ ფეხბურთელებს ეს გადაწყვეტილება მკაცრად მოეჩვენათ. რობი სევიჯი, რიო ფერდინანდი და მაიკლ ოუენი არ ეთანხმებიან გაძევებას.

კომენტარი გააკეთა „არსენალის“ მწვრთნელმა მაიკ არტეტამაც:
„მარტინელის წითელი? ამ ქვეყანაში 18 წელი გავატარე და მსგავსი არასოდეს არაფერი მინახავს“.

https://www.youtube.com/watch?v=-dcanFxBjL4

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი მამარდაშვილის შეფასება ბილბაოსთან მატჩში

მატჩის გმირი: ინჯგიამ აპოლონს ბოლო წუთზე მოაგებინა