in

არ მინდოდა გამერისკა და შევცვალე: კონტე ხედავს, რომ ხვიჩა გუნდისთვის კარგია

2186655403

სერია A-ს მე-13 ტურში „ნაპოლიმ“ შინ „რომას“ 1:0 მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა. ხვიჩა კვარაცხელია ძირითადში იყო და 67-ე წუთზე გაიყვანეს. ქართველი ფეხბურთელი მთელი მატჩი აქტიური იყო და გასვლა დიდად არ გახარებია, აშკარად ეტყობოდა უკმაყოფილება და სათადარიგოთა სკამზეც უხალისოდ გამოიყურებოდა.

ხვიჩა კარგი იყო, მაგრამ შეცვალეს: ნაპოლიმ რომას მოუგო

მატჩის შემდეგ ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა და ხვიჩას შეცვლაც ახსენა:
„კვარაცხელიამ ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი ჩაატარა. ნაკრებში დაიღალა და დაბრუნების შემდეგ მის აღდგენაზე ზრუნვა მოგვიწია. თავისი საქმე გააკეთა, გოლი მისი მონაწილეობით გავიტანეთ. ყველაფერს ვხედავ, გუნდის საკეთილდღეოდ მუშაობს. არ მინდოდა გამერისკა და შევცვალე“.

მატჩი შეაფასა „რომას“ ახალდანიშნულმა გამოცდილმა სპეციალისტმა კლაუდიო რანიერიმაც, რომელმაც ასევე ახსენა ქართველი ფეხბურთელი:
„პირველ ტაიმში კვარაცხელიას წინააღმდეგ რამდენიმე შეცდომა დავინახე, საბოლოო ჯამში არათანმიმდევრულად გამოვიყურებოდით“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლეო მესი პრემიუმ კლასის ველოსიპედს გამოუშვებს: ფასი 10-15 ათასი ევრო იქნება

უსაზღვროება: (ი)რეალური რეალის დაუჯერებელი მომავალი – გაიკეთე სათვალე და აღმოჩნდი თამაშზე