in

არ მაინტერესებს რას ამბობენ, ჭორებზე არ ვნერვიულობ: მიქაუტაძემ ფანებს მიმართა

„ლიონის“ გულშემატკივრები გამოეხმაურნენ გიორგი მიქაუტაძის მიმართვას და „პარკ ლიონ ოლიმპიკზე“ („ლიონის“ საშინაო არენა) მდებარე საკლუბო მაღაზიაში გამართულ საქველმოქმედო აუქციონში მიიღეს მონაწილეობა.

საღამოზე „ლიონის“ მოთამაშეთა ავტოგრაფებიანი მაისურები გაიყიდა, შემოსული თანხა კი Femme Mère Enfant-ის საავადმყოფოს ბავშვებს გადაეცათ. ამის გამო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „ლიონის“ ფანებს მადლობა გადაუხადა.

„ათასჯერ გმადლობთ მოსვლისთვის და საავადმყოფოში მყოფი ბავშვების საჩუქრებისთვის. ეს იყო კავშირის შესანიშნავი მომენტი. ძალიან მომეწონა თქვენი კეთილშობილება“, – თქვა გიორგი მიქაუტაძემ.

24 წლის თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა გუნდიდან მის წასვლასთან დაკავშირებულ ჭორებზე.

„გამოვიყენეთ დასვენება და დრო ოჯახებთან ერთად გავატარეთ. ფორმის შესანარჩუნებლად პროგრამა გვქონდა შედგენილი. ამ სეზონში ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება და ევროპის ლიგაზე რაც შეიძლება შორს წასვლა.

რაც შეეხება სხვა გუნდში ჩემს შესაძლო გადასვლას, „ლიონში“ მხოლოდ 6 თვის წინ ჩამოვედი. ამ გუნდზე ვარ ორიენტირებული და არ ვუყურებ, ჩემზე რას ამბობენ. სატრანსფერო „ფანჯარას“ ჭორები ახასიათებს და ამაზე არ უნდა ინერვიულოთ“, – განაცხადა ქართველმა ფორვარდმა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია პარიზში, თან ახლავე: პსჟ გადამწყვეტ იერიშზე გადავიდა…

Dragons Park Position Remark Gamble On line at no cost