in

არ იტირო, გაიღიმე: მბაპეს გოლები და ლეგენდების გაცილება – რეალური ამბები

მხოლოდ მბაპე, რონალდო, დი სტეფანო და უგო სანჩესი არიან „რეალის“ ის ფეხბურთელები, რომლებმაც ლა ლიგაში 30+ გოლი გაიტანეს. რონალდომ ეს 6-ჯერ მოახერხა, სანჩესმა 2-ჯერ.
კილიანმა ლა ლიგის ბოლო ტურში „სოსიედადთან“ დუბლი შეასრულა (2:0). მის სადებიუტო სეზონში 31 გოლი მოგროვდა.

კილიან მბაპე „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში პირველ ადგილზე გადავიდა.
მისი 31 გოლი უდრის 62 ქულას და ასწრებს „სპორტინგის“ დიოკერეშს (39 გოლი, მაგრამ 58.5 ქულა). მბაპეს დაწევის რეალური შანსი მარტო მოჰამედ სალაჰს აქვს, რომელსაც პრემიერლიგაში ერთი თამაში რჩება შინ „კრისტალ პალასთან“ და მინიმუმ ჰეთ-თრიქი სჭირდება (28 გოლი, 56 ქულა).

სხვათა შორის, მბაპე ლეო მესის ესპანეთიდან წასვლის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონატში 30-ზე მეტი გოლი გაიტანა.

ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩი „სოსიედადთან“ იმით იყო გამორჩეული, რომ „რეალი“ ამაღელვებლად დაემშვიდობა ორ ლეგენდას – მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის და ხორვატ ლუკა მოდრიჩს. მათ ბოლო მატჩი ჩაატარეს კლუბში „სანტიაგო ბერნაბეუზე“.
„რეალის“ ფანობამ გულიანი მადლობა უთხრეს ანჩელოტის და მოდრიჩს.
თამაშამდე ფანებმა ტრიბუნებზე ორი დიდი ბანერი გაჭიმეს. ამ მომენტში ანჩელოტის თვალზე ცრემლი მოერია.

კარლო ანჩელოტიმ „რეალის“ მწვრთნელობისას მატჩების 71% მოიგო.
იტალიელის ანგარიშზეა: 353 მატჩი და 250 მოგება. გატანილია 834 გოლი და გაშვებულია 341.
ანჩელოტის ხელში „რეალმა“ 15 ტროფეი მოიგო.

ანჩელოტი: „აქ გატარებული ყველა მომენტი მახსოვს. ბედნიერი და ამაყი ვარ. ეს საოცარი დრო იყო. მე მიზანს მივაღწიე. დღეს ემოციები ძლიერია, ასე ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისგანაც კი არ არის“.

მოდრიჩი: „ეს იყო ხანგრძლივი, მაგრამ მშვენიერი მოგზაურობა. მინდა ვთქვა ფრაზა, რომელიც მომეწონა: „არ იტირო იმის გამო, რომ ყველაფერი დამთავრდა, გაიღიმე, რომ ეს ყველაფერი მოხდა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია – იტალიის… ორგზის ჩემპიონი