„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს ის თანხა, რომლის სანაცვლოდ მსურველები მზადა არიან კლუბი იყიდონ.
„არც მინდა ვიცოდე რა ღირს “ნაპოლი”. ეს საოჯახო სათამაშოა და მის გაყიდვაზე არც ვფიქრობ. არც ვიცი ამის მერე რა უნდა ვაკეთო“, – მოჰყავს დე ლაურენტისის სიტყვები Italian Football TV.
გასულ წელს არაბულმა ფონდმა ფუნქციონერს 2.5 მილიარდი ევრო შესთავაზა.
„ნაპოლი“ მალე იტალიის ჩემპიონი გახდება, რასაც 30 წელიწადზე მეტია ელოდება.
GIPHY App Key not set. Please check settings