in

არ ვიყავი საუკეთესო: საუკეთესოდ დასახელებული მამარდაშვილი საკუთარ თავს უბრაზდება

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ვალენსიამ“ სტურმად ფრედ 2:2 ითამაშა ბილბაოს „ატლეტიკთან“. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.
პირველი გოლის ეპიზოდი მამარდაშვილმა წამოიწყო, მან ფეხით ზუსტი პასი გააკეთა მოედნის ცენტრში, საიდანაც ორ პასში ანგარიში გათანაბრდა.

ქართველმა მეკარემ მინიმუმ ხუთჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და ექსპერტებმაც გამოარჩიეს.

მატჩის შემდეგ კომენტარი თავად გიორგიმაც გააკეთა:

„ძალიან რთული თამაში იყო. ვფიქრობ, დღეს არ ვიყავი მატჩის საუკეთესო მოთამაშე. რაც შეეხება ბოლო გოლს, ძალიან გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვარ, პირველ რიგში, საკუთარ თავზე.
თავი მაღლა უნდა ავწიოთ და გავაგრძელოთ საქმის კეთება, როგორც აქამდე ვაკეთებით”, – განაცხადა „ვალენსიას“ კარის დარაჯმა.

მამარდაშვილი თამაში შეაფასა ესპანურმა პრესამ.
AS წერს, რომ გიორგის 4 ურთულესი სეივი ჰქონდა, მაგრამ ორი გაშვებული გოლისას შეცდა.
„ელდესმარკი“ მამარდაშვილის თამაშს დიდებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პირველი გაშვებული გოლისას გიორგის ძალიან ახლო მანძილიდან დაურტყეს, ბოლო გოლი სწორედ მის შეცდომას მოჰყვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიოს ჩემპიონატი საუდის არაბეთში გაიმართება: ისევ ზამთარი

მესიმ ოქროს ბურთი სამჯერ დაუმსახურებლად მოიგო: 10 დიდი „ძარცვა“ ისტორიაში