ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე საინტერესო დაიწყო. 8 საუკეთესო გუნდი საქმეს შეუდგა და პირველ სათამაშო დღეს ერთი გამორჩეული წყვილი შეხვდა ერთმანეთს. ისეთი გუნდები, რომლებიც ფავორიტები არიან და ფინალსაც დაამშვენებდნენ. ანგარიში კი ისეთი არ არის, როგორიც ამ ორ გუნდს ეკუთვნის – ამხელა სხვაობა პირველი მატჩის შემდეგ ძალიან დიდია, თუმცა „ბაიერნის“ ჩამოწერა საფინალო სასტვენამდე არ შეიძლება და „სიტი“ ჯერ არხეინად არ უნდა იყოს.
„ინტერმა“ ყველა ტურნირზე 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. მილანელებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ „ინტერს“ მიმდინარე პლეი ოფში გოლი არ გაუშვია. გავიხსენოთ, რომ „ინტერმა“ 1/8 ფინალში კიდევ ერთი პორტუგალიური გრანდი, „პორტო“ გაიარა.
განმეორებითი შეხვედრა 19 აპრილს გაიმართება.
ბენფიკა – ინტერი 0:2
გოლები: 0:1 ბარელა (51), 0:2 ლუკაკუ (82-პენ)
ბენფიკა: ვლახოდიმოსი, ჟილბერტო, მორატო, ანტონიო სილვა, გრიმალდო, ჟოაო მარიო, რაფა სილვა, აურსნესი, შიკინიო, ფლორენტინო (64.დავიდ ნერეში), გონსალო რამოსი.
ინტერი: ონანა, დუმფრიზი (87. დ’ამბროზიო), დარმიანი, აჩერბი, ბასტონი (90. დე ვრეი), დიმარკო (63. გოსენსი), მხითარიანი, ბროზოვიჩი, ბარელა, ჯეკო (63.ლუკაკუ), მარტინესი (63.კორეა).
„სიტიმ“ დიდი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ.
27-ე წუთზე შესანიშნავი მოჭრილი დარტყმით როდრიმ გახსნა ანგარიში. პირველი ნახევარი ისე დასრულდა, რომ „ბაიერნს“ ზუსტი დარტყმა არ ჰქონია.
65-ე წუთიდან „სიტის“ შტურმი გამოუვიდა. სტუმრები დაცვაში საშინლად ცდებოდნენ და ამან კიდევ ორი გოლი მოიტანა: ჰოლანდმა ბერნარდო სილვას გაატანინა, შემდეგ კი თავადაც შეაგდო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სტოუნზი დაასახელეს.
„ბაიერნმა“ პირველად წააგო ამ სეზონის ლიგაზე. აქამდე რვიდან რვა თამაში ჰქონდა მოგებული.
განმეორებითი შეხვედრა 19 აპრილს გაიმართება.
სიტი – ბაიერნი 3:0
გოლები: 1:0 როდრი (27), 2:0 ბერნარდო სილვა (70), 3:0 ჰალანდი (76)
სიტი: ედერსონი, აკე, რუბენ დიაში, აკანჯი, სტოუნზი, გიუნდოგანი, დე ბრუინი (68. ალვარესი), გრილიში, ბერნარდო სილვა, როდრი, ჰოლანდი.
ბაიერნი: ზომერი, პავარი, უპამეკანო, დე ლიგტი, გორეტცკა, კიმიხი, დევისი (81. ჟოაო კანსელო), კომანი, სანე, მუსიალა (69. მანე), გნაბრი (80. მიულერი).
0:3 – „ბაიერნისთვის“ ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა 2017 წლიდან ლიგაზე.
ბერნარდო სილვამ 10-დან 8 გოლი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიტანა.
ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩში 11 გოლი გაიტანა. ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.
„სიტიმ“ ზედიზედ 9 მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 34:3.
გვარდიოლამ ტუხელს ზედიზედ 3 მატჩი მოუგო და ზოგადად კი 11-დან 7.
ტუხელი: „საერთოდ არ ვეთანხმები ამ შედეგს, „ბაიერნი“ ძალიან კარგად თამაშობდა 70-ე წუთამდე, ჩვენ მწარედ დაგვსაჯეს. მე შემიყვარდა ჩემი გუნდი“.
კიმიხი: „შესაძლოა სულელურად ჟღერდეს, მაგრამ „ბაიერნმა“ დაინახა, რომ „სიტის“ დამარცხება რეალურია“.
GIPHY App Key not set. Please check settings