23 წლის ილია სულამანიძემ ოლიმპიური ვერცხლი მოიპოვა, თუმცა ფინალი ისე წააგო, რომ სინანულს ვერც თავად და ვერც მისი გულშემატკივარი კიდევ დიდხანს ვერ მოინელებს. ფაქტობრივად მოგებული იყო ბრძოლა და ოქრომდე წამეღია აკლდა.
ქართველი ძიუდოისტი ვაზარით იგებდა , ბოლო 12 წამში 2 გაფრთხილება მიიღო და შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე მოხსნეს.
წამები ჩემპიონობამდე: სულამანიძემ მოგებული ფინალი წააგო
ილია სულამანიძემ კომენტარი გააკეთა:
“ძალიან სამწუხარო შედეგია. სამწუხარო წამები იყო, ის რაც იყო…
მობილიზებული ვიყავი, ასე მომზადებული არც ერთ ტურნირზე არ ვყოფილვარ. ჩემზე მეტად არავის უნდოდა გამარჯვება. ტატამსაც ვგძნობდი, მეტოქეებსაც… ძალიან რთულია საუბარი იმაზე, თუ რა მოხდა…
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ბავშვობიდან გვერდში მედგა. მხარს მიჭერდა – მშობლებს, მწვრთნელებს, ვისაც ჩემზე გული შესტკიოდა…
არ დავყრი ფარ-ხმალს და ვიბრძოლებ მათი გულების გასახარად“.
GIPHY App Key not set. Please check settings