in

არ დავნებდი, ვიბრძოლე და მოვახერხე დაბრუნება… ახლა საქმეს უნდა მივხედოთ – რატომ აირჩია მიქაუტაძემ ლიონი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მომავალი სეზონიდან ფრანგული “ლიონის” ღირსებას დაიცავს. ეს მიქაუტაძისთვის მშობლიური კლუბია. გიორგიმ საკლუბო ტელევიზიას მისცა ინტერვიუ:

“აქ დავბრუნდი, რათა ყველაფერი გავაკეთო კლუბის უკეთესი მომავლისთვის. ჩემი ოცნება იყო, კონტრაქტი გამეფორმებინა “ლიონთან” და ეს ოცნება ამიხდა. ცხადია, ჯერ კიდევ ბავშვობაში მინდოდა, რომ “ლიონში” გამეგრძელებინა თამაში, მაგრამ თუ ჩვენი გზები გაიყო, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორედ ასე უნდა მომხდარიყო.

ალბათ, ეს ჩემთვის კარგიც იყო. მენტალური თვალსაზრისით, ცხადია, ეს დარტყმა კი იყო, მაგრამ დამეხმარა, რომ ჩამოვყალიბებულიყავი. ეს მოხდა პატარა ასაკში. მშობლები დამეხმარნენ, რადგან არ არის იოლი, როცა გიწევს მშობლიური კლუბისა და გარემოს დატოვება. მე მქონდა უკან დაბრუნების სურვილი. თავში მხოლოდ საუკეთესო შთაბეჭდილებები დავიტოვე და განვაგრძე წინსვლა…

არ დავნებდი, ვიბრძოლე და ამაყი ვარ, რომ მოვახერხე დაბრუნება. აქედან წავედი, როგორც პატარა ბიჭი და დავბრუნდი, როგორც კაცი. ველოდი ნიშანს “ლიონისგან” და როცა ეს ნიშანი გამოჩნდა, ვესაუბრე ჩემს აგენტებს. მინდოდა აქ დაბრუნება, რადგან ჩემი ისტორია ჯერ არ დამისრულებია…

ლაკაზეტთან ერთად თამაში შესანიშნავი იქნება. ჩვენ ცოტა ხნით ვილაპარაკეთ მაშინ, როცა მინდორზე ერთმანეთს დავუპირისპირდით. ის არის გამოცდილი ფორვარდი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მისგან ავიღო მაგალითი. ეს იმიტომ, რომ მას აქვს მაღალი დონის კარიერა. დიდი იმედი მაქვს, ერთად ყველაფერი კარგად გამოგვივა.

მე და ლაკაზეტი ვართ თავდამსხმელები, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გოლის გატანაზე არ ვფიქრობთ. სხვა ფუნქციებსაც ვასრულებთ – ვიმარჯვებთ, ვასრულებთ საგოლე გადაცემებს, ეს არის ის, რაც განგვასხვავებს სხვა “9 ნომრებისგან”. ჩვენ ვცდილობთ, სივრცეები შევქმნათ ჩვენი თანაგუნდელებისთვის.

“ლიონის” მწვრთნელისგან ნდობა რომ არ დამენახა, შესაძლოა, ეს ნაბიჯი არც გადამედგა. მწვრთნელს უნდოდა ეხილა ლაკაზეტი-მიქაუტაძის დუეტი. მან ამის გამო “გაამწვანა” ჩემი ტრანსფერი. ბედნიერი ვარ! ახლა საქმეს უნდა მივხედოთ!..

ჯერ არ ვიცი ზუსტად, როდისთვის განვაახლებ ვარჯიშს. დავიწყებ თანდათან და ვნახოთ, როდის შედგება ჩემი დებიუტი ოფიციალურ შეხვედრაში”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჟორჟი “ლიონს” “მეციდან” შეუერთდა. მისი ახალი გუნდი სეზონისთვის სრული შემადგენლობით მზადებას 27 ივლისს შეუეგება. პირველ ამხანაგურ შეხვედრას კი 31 ივლისს, საბა საზონოვის “ტორინოსთან” გამართავს.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავითაშვილის თამაშისთვის თვალის მოცილება მიჭირდა… ზურიკოს მწვრთნელი აქებს

ვის არ მოსწონს კვარაცხელია? კიდევ გააჩნია მოტივაცია, რომ ჯადოქრობები ჩაიდინოს… ნაპოლის ოსიმენის პრობლემა ექმნება