in

არ გვეკუთნოდა: საქართველომ კვიპროსი მაინც დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევის მეორე შეხვედრაში სტუმრად კვიპროსი დაამარცხა, ორ ტურში 4 ქულას მოუყარა თავი და ამ წუთისთვის მე-2 ადგილზეა. მოგება თავისთავად კარგია და ბევრჯერ თქმულა მთავარი ტაბლოაო, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, კვიპროსის არც თუ ძლიერ გუნდთან, ამ საქართველოს ასეთი ნერვიულობით არ უნდა მოეგო, მეტიც, თუ გულწრფელები ვიქნებით, ეს 3 ქულა არ დაგვიმსახურებია და მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო, ვერავინ იტყოდა, უსამართლო შედეგიაო. კვიპროსს უფრო უნდა გაეტანა მეორე გოლი, ვიდრე ჩვენ. ეს კი მეტი დაფიქრების საშუალებას იძლევა, ახლა კი გაგვიმართლა, მაგრამ მუდმივად ასე ვერ იქნება და ძლიერ მეტოქეებთან კიდევ შესაძლოა უკვე იმ უფრო ძლიერებს გაუმართლოთ.

სახიფათო მომენტები უკვე პირველ ათ წუთში შეიქმნა ორივე კართან. მასპინძლების მომენტი ბევრად სახიფათო იყო, მამარდა შეცდა, ბურთი მეტოქეს მიუგორა, მაგრამ ახლო მანძილიდან დარტყმული მოიგერია და გუნდი იხსნა.

ანგარიში 31-ე წუთზე, გიორგი მიქაუტაძემ გახსნა. ჩვენიანს მოედნის ცენრთან ახლოს მეტოქის მცველმა დაუგორა და გიორგიც პირისპირ დარჩა მეკარესთან.
მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს. 39-ე წუთზე 11-მეტრიანი პიტასმა შეასრულა, მამარდაშვილმა ბურთს ხელი დაუხვედრა, მაგრამ მაინც შევარდა კარში. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს პენალტი, მიუხედავად იმისა, რომ გამეორებაზე გადამოწმდა, მაინც ცოტა საეჭვოდ მოჩანდა.

მეორე ტაიმში მასპინძლები უკეთ გამოიყურებდნენ. ორჯერ მოარტყეს ჩვენი კარის ხარიხას, მამარდაშვილიც ჩაერთო თამაშში, ჩვენების საპასუხო იერიშები კი ესოდენ სახიფათო არ ყოფილა.
გადამწყვეტი უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა ბოლოს მოიპოვა. 84-ე წუთზე, შეცვლაზე შესული ფეხბურთელების, ლობჟანიძისა და დავითაშვილის კომბინაცია ზურიკოს მშვენიერი კორპუსით და უზუსტესი დარტყმით დასრულდა დაბალ კუთხეში, ძელთან ახლოს.

კვიპროსი – საქართველო 1:2
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (31), 1:1 პიტასი (39. პენალტი). 1:2 დავითაშვილი (84)

საქართველო: მამარდაშვილი – კაკაბაძე, კაშია, ლოჩოშვილი (87. დვალი) – გოჩოლეიშვილი (74. ს. ლობჟანიძე), კვეკვესკირი (74. გაგნიძე), კიტეიშვილი, აზაროვი – ჩაკვეტაძე (74. დავითაშვილი), კვარაცხელია – მიქაუტაძე (88. ზივზივაძე).

სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი, გველესიანი, კვირკველია, ქვილითაია, შენგელია, ალთუნაშვილი,

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 20 ივნისს, გლაზგოში, ჯგუფის ლიდერის, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველმა პარამკლავჭიდელებმა ევროპა დაიპყრეს: 45 ოქრო; 48 ვერცხლი და 8 ბრინჯაო

ბევრი რამ კარგად არ გაგვიკეთებია, სალაპარაკოა: სანიოლმა ბიჭებს უნდა აუხსნას