ლეგენდარული ნინო სალუქვაძე პარიზის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას შეუერთდა
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ტყვიის მსროლელთა ოლიმპიური შეჯიბრება პარიზიდან საკმაოდ მოშორებით, დაახლოებით 300 კმ-ში მდებარე შატორუში გაიმართა. ეს ნინო სალუქვაძემაც აღნიშნა, რომ იქ არ ყოფილა ოლიმპიური თამაშების შეგრძნება.
სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა, მსოფლიო რეკორდსმენმა ნინო სალუქვაძემ მისთვის მეათე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა და ამ მხრივადაც რეკორდსმენი ოლიმპიელი გახდა, ის მსოფლიოში ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ათ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა
ჩვენი ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ამ განსაკუთრებული მიღწევისთვის სპეციალური ჯილდოებით დააჯილდოვა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ტყვიის სროლის საერთაშორისო ფედერაციამ.
ნინო სალუქვაძე:
„რა თქმა უნდა, ჩემი გამოსვლა არ არის სახარბიელო და არ ვარ შედეგით კმაყოფილი. მაგრამ ისიც დიდი მიღწევაა, რომ იღებ ოლიმპიადის ლიცენზიას. მომიტევეთ თუ მეტად ვერ გაგახარეთ, თავი არ დამიზოგავს არც მზადებაში, არც მონაწილეობის დროს, მაგრამ არ გამომივიდა.
ვინც აიღო მედლები, ყველას დიდი სიხარულით ვულოცავ. მათი გამარჯვება ყველას გამარჯვებაა. მთელი კვირა წინაა და იმედია, მედლებს კიდევ აიღებენ ჩვენი სპორტსმენები“.
GIPHY App Key not set. Please check settings