in

არ გამოვიდა: შავი ლომი კლერმონის სწორი ვერ აღმოჩნდა – წავაგეთ და გამოვარდით

ჩელენჯ თასის ბოლო ტურის წინ აჟიოტაჟი ატყდა, „შავმა ლომს“ ჯგუფიდან გასვლის შანსი მიეცა და გულშემატკივარს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. თუმცა ამოცანა ურთულესი იყო: ჯერ მარტო „კლერმონის“ მოგება არ არის პატარა ამბავი და თან უნდა დაგვედო 4 ლელო და მოგვეგო 9 ქულით მაინც. ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ასეთი ამოცანა კი არა, საერთოდ ბრძოლა ვერ გავუმართეთ – 3:36.

ანგარიშიდანაც ჩანს, ვის მხარეს იყო უპირატესობა.

პირველი ნახევრის საწყის ნაწილს არ ჩავთვლით, ტაიმი სტუმრების უპირატესობით წარიმართა და უფრო მიწურულისკენ ორი ლელოს დადება მოახერხეს, რასაც ჩვენებმა ერთი ზუსტი ჯარიმით უპასუხეს – 3:17.

თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. უპირატესობას ლეგიონერებით გაძეძგილი ფრანგები ფლობდნენ (5 ქვეყნის ეროვნული ნაკრების მორაგბეები ჰყავს), აქტივს კიდევ სამი ლელო მიამატეს და ბონუსქულით აქეთ მოგვიგეს. დერეფანში ძალიან სუსტად ვითამაშეთ.

შავი ლომი – კლერმონი 3:36
შავი ლომი (15-9): მოდებაძე (ცირეკიძე 63), ტაბუცაძე, კვესელაძე (კახოიძე 55), შარიქაძე, თოდუა, მატკავა, მარგალიტაძე;
(1-8): აბდუშელიშვილი (ხატიაშვილი 60), ზამთარაძე (ქვათაძე 60), ჩხარტიშვილი (ჭუმბაძე 60), ეფრემიძე (ჭეიშვილი 61), ბაბუნაშვილი, ივანიშვილი, მამამთავრიშვილი, სპანდერაშვილი.
ს: მატკავა

ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით „შავმა ლომმა“ ბოლო შეხვედრა ჩაატარა. ამიერიდან გუნდის მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი იქნება.

შეგახსენებთ, რომ „შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასზე გამოსვლა ერთ მოგებითა და სამი მარცხით დაასრულა და გათამაშებას გამოეთიშა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წლის გუნდი: მესი ისევ აქ არის

საბა გოგლიჩიძე ემპოლის ფეხბურთელია: კლუბმა წარადგინა – 𝑩𝒆𝒏𝒗𝒆𝒏𝒖𝒕𝒐 𝑺𝒂𝒃𝒂