საქართელოს ნაკრებმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი რუმინეთთან გამართა და წარმატების მოლოდინი არ გამართლდა, წავაგეთ – 10:15.
8 საუკეთესოში მოსახვედრად საქართველო-რუმინეთის შეხვედრა ფაქტობრივად გადამწყვეტი იყო.
ამასთან, წყდებოდა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატისა და ევროპის 2028 წლის ევროპირველობის ფინალური ეტაპის საგზურების ბედიც
პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა (6:6), რუმინელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეოთხე მეოთხედში მოიპოვეს, როდესაც ჩვენმა გუნდმა შეცდომებს მოუხშირა და რვა საუკეთესოში მოხვედრის შანსი დაკარგა.







საქართველო- რუმინეთი 10:15 (2:2, 4:4, 1:2, 3:7)
საქართველო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი (1), ბითაძე, ვასიჩი (5), ადეიშვილი, სარიჩი (1), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე, ტანკოვიჩი, პიეშივაცი (2), გვეტაძე, ვლანოვიჩი, ჩიქოვანი (1)
ჯგუფის მესამე მატჩს ქართველი წყალბურთელები თურქეთის წინააღმდეგ 21 იანვარს, 18:30 საათზე გამართავენ.



GIPHY App Key not set. Please check settings