„ნაპოლის“ ფორვარდმა ვიკტორ ოსიმენმა მამუკა ჯუღელი გააკრიტიკა, რომელიც მოგეხსენებათ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტია.
ჯუღელმა ინტერვიუში ახსენა, რომ ოსიმენი ზაფხულში საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბში გადავა და აღნიშნა, რომ კვარაცხელია მსგავს ტრანსფერს მილიარდი ევროს სანაცვლოდაც არ დათანხმდებოდა.
„ძვირფასო მამუკა, შენ საზიზღრობა და სირცხვილი ხარ. მე მრცხვენია შენი ლოგიკის. იდიოტო! არ გაბედო ჩემი სახელის ხსენება!“ – დაწერა ოსიმენმა სოცქსელებში.
23 დეკემბერს „ნაპოლიმ“ ოსიმენთან 2026 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.
GIPHY App Key not set. Please check settings