მიკელ არტეტამ თავისი გუნდის ერთ-ერთ ვახშამზე ჯიბის ქურდები დაპატიჟა.
„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა ფარულად დაიქირავა პროფესიონალი ჯიბის ქურდების გუნდი და თავის ფეხბურთელებთან ერთად სადილზე მიიწვია, წერს The Athletic. მათ დაევალათ მაგიდების შემოვლა და მოთამაშეების ტელეფონებისა და საფულეების მოპარვა.
ღონისძიების დასასრულს არტეტა ფეხზე წამოდგა და ფეხბურთელებს ჯიბეების დაცლა სთხოვა: რამდენიმე მათგანს ძვირფასი ნივთები აკლდა.
მწვრთნელის იდეა იყო გუნდისთვის ეჩვენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველთვის და ყოველწამს სიფხიზლე.
წყარო არ აკონკრეტებს ზუსტად როდის შედგა ეს ვახშამი.
GIPHY App Key not set. Please check settings