in

არსენალმა, რეალმა და ბარსამ ახალ პელეზე ნადირობა დაიწყეს

“ბოლო წლებში რამდენი მესი ვნახეთ, 10-15? და ამ სიიდან რომელმა გაამართლა?” – ეს პეპ გუარდიოლას სიტყვებია, როდესაც ჟურნალისტებმა ჰოლანდისა და მესის შედარებით გული შეუღონეს.

ხანგამოშვებით, წავაწყდებით ახალ მესის, რონალდუს, რონალდოს და ა.შ. თუმცა, ახალი პელე ეს განყენებული რეგალიაა, რომლის ტარების პატივიც აქამდე არავის ჰქონია.

ენდრიკი – “პალმეირასის” მოთამაშეა, რომელსაც ბრაზილიის ჩემპიონატში დებიუტი 15 წლის ასაკში ჰქონდა და არაერთმა ექსპერტმა ის პელეს შეადარა.

არ ვიცით, რეალურად ამ დონის ტალანტთან გვაქვს საქმე თუ არა, მაგრამ 16 წლის ტალანტის შესაძენად ამწუთის მონაცემით 13.5 მილიონი გირვანქაა საჭირო.

ჟილბერტო სილვა გემახსოვრებათ. 2002 წლის ბრაზილიის ნაკრების წევრი და “არსენალში” 2004 წელს ოქროს პრემიერ ლიგის მომგები კაცი.

მისი მეწყვილე კი ედუ იყო, რომელიც ახლა “არსენალის” სპორტული დირექტორია და გაბი ჟეზუსი, გაბრიელ მაგალიასე, მარკინიოსი და სხვანი ლონდონში მიიწვია.

მეთოფეთა იმედი კი, სწორედ ედუა. აქვე, გამალებით არის საქმეში მადრიდის “რეალი” და კატალონიის “ბარსელონა”. ჰოდა, ვნახოთ ეს ახალი პელე, მართლა პელეა თუ მორიგი ფლოპი.

ლონდონის “არსენალთან” დაახლოებულმა პრესამ კი დაადასტურა, რომ სკაუტები “პალმეირასისა” და “სან პაულოს” მატჩს დაესწრნენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტიერი ანრისა და პატრის ევრას ძალზე საინტერესო დიალოგი მარკუს რაშფორდის განიავებულ მომენტზე

იუვე მამარდაშვილს აკვირდება?