ლონდონის “არსენალის” საკუთრებაში მყოფი პაბლო მარი მილანში დაჭრეს. პაბლო “მონცაშია” განათხოვრებული და 46 წლის მამაკაცმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. მარის გარდა დამნაშავემ კიდევ 5 ადამიანი დაჭრა და აქედან ერთი გარდაიცვალა მეორე კი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. შემთხვევა “Milanofiori di Assago shopping centre”-ში მოხდა.
მიკელ არტეტა: “ვიცით, რომ ედუ მასთან და მის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზეა. რამდენადაც ვიცით, მარის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”.
არსენალის ოფიციალური განცხადება: “ჩვენი ფიქრები მარისკენ არის მიმართული, რომ სწრაფად დაუბრუნდეს მწვანე საფარს”.
კომენტარი ადრიანო გალიანიმაც გააკეთა (მონცას CEO): “პაბლო მარის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მოუთმენლად ველით როდის განაახლებს ვარჯიშს”.
GIPHY App Key not set. Please check settings