in

არის პირველი მოგება ევროპაზე: გერმანია ბოლოს დავამარცხეთ, წინ საფრანგეთია

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა წყალბურთელებმა გერმანია 15:10 დაამარცხეს და 15 იანვარს მე-9 ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდებიან.

პირველი და მეორე პერიოდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და 6:6 დასრულდა. მესამე მეოთხედი საქართველომ 2:3 წააგო, თუმცა შეხვედრის ბოლო მეოთხედში ვითარება გამოასწორა, სრული უპირატესობა მოიპოვა და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა – გადამწყვეტი რვა წუთი 7:1 მოვიგეთ. ჩვენებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე, ეს უპირატესობა ანგარიშშიც აისახა და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე წაგებისთვის (8:9) რევანში აიღეს.

საქართველი – გერმანია 15:10 (1:2, 5:4, 2:3, 7:1)

საქართველო: რაზმაძე, ახვლედინი (1), დადვანი (2), შუშიაშვილი (1), ბითაძე, ტყეშელაშვილი, ჯახაია, ძიხწიარენკა (1), იმნაიშვილი (2), მაღლაკელიძე (2), ვასიჩი (5), პიეშივაცი (2), კაოანაძე

სხვა მატჩები:
საფრანგეთი – ნიდერლანდები 16:9;
სლოვაკეთი – სლოვენია 14:10;
ისრაელი – მალტა 16:17.

14 იანვარი. ნახევარფინალები. ესპანეთი – იტალია, უნგრეთი – ხორვატია;
V-VIII ადგილებისთვის: სერბეთი – საბერძნეთი, რუმინეთი – მონტენეგრო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია: რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა

საქართველო პროფესიონალებთან ბავშვითაა: ევროპის ჩემპიონმა მოგვიგო, ველოდებით ბოლო მატჩს – ვიდეო