in

არის ოქრო: ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია!

პირველი ოქრო პარიზიდან! ლაშა ბექაური 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია. 24 წლის ქართველმა ჯუდოკამ ცეცხლი დაანთო პარიზის ტატამზე. იჭიდივა ისე, როგორც ნამდვილი ჩემპიონები ჭიდაობენ და მოიპოვა კიდეც მეორე ოლიმპიური ოქრო. ფინალში “გუდამაყრელმა ნარუტომ” იაპონელ სანშირო მურაის აჯობა.

ლაშა პარიზის ოლიმპიურ თამაშებს რეიტინგის ლიდერის რანგში შეხვდა და ასპარეზობა პირდაპირ 1/8 ფინალიდან დაიწყო. ქართველის პირველი მეტოქე ბულგარელი ივაილო ივანოვი იყო, რომელიც ლაშამ ვაზარით დაამარცხა. 1/4 ფინალში 1.22 წუთში იპონით კორეელო ჯოლ ჯეინი. ბექაურმა მეტოქე ულამაზესი უჩიმატათი დაამარცხა.

ნახევარფინალში ქართული დაპირისპირება შედგა. ლაშას მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ტრისტან (ტატო) მოსახლიშვილი იყო, რომელსაც დამატებით დროში ჰანსოკუმაკეთი მოუგო.

ლაშა ბექაური ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ორჯერ მოიპოვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა ვალენსიას დაუბრუნდა… გიორგი საუდის არაბეთში მოუნდათ

ის, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა… ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია: ფოტო