in

არგენტინა იტალიას მისდევს, კეინმა რუნის გაასწრო, ლევანდოვსკიმ ყველას: სანაკრებო ფაქტები

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში რამდენიმე საინტერესო ამბავი მოხდა და სარეკორდო ფაქტებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

დავიწყოთ ინგლისით.
Opta ამბობს, რომ 2021 წელს ინგლისელებმა 41 გოლი გაიტანეს, ეს კი 1908 წლის რეკორდის გაუმჯობესება, როდესაც ინგლისის ნაკრებმა 39 გოლი შეაგდო.

ჰარი კეინმა ჰეთ-თრიქი შეასრულა ალბანეთთან (5:0). 28 წლის ფორვარდმა უეინ რუნის რეკორდი მოხსნა – 39 გოლი ოფიციალურ მატჩებშ 37-ის წინააღმდეგ.
ისე კი ჰარის 44 გოლი აქვს ნაკრებში.

დანიამ ფარერებს 3:1 მოუგო, დანიელებს შესარჩევში 9-დან 9 მატჩი აქვთ მოგებული საერთო ანგარიშით 30:1. საინტერესოა, რომ ეს იყო პირველი გოლი, რომელიც დანიელებმა გაუშვეს.

არგენტინამ ურუგვაი დაამარცხა 1:0 და წაუგებელი სერია 26 მატჩამდე გაზარდა. ბოლოს არგენტინამ 2019 წლის 3 ივლისს წააგო ბრაზილიასთან 0:2 კოპას ნახევარფინალში.
იტალიის ნაკრების მსოფლიო რეკორდამდე 11 მატჩი რჩება. არგენტინის საუკეთესო სერია 1991-93 წლებზე მოდის, როდესაც 29 მატჩი არ აგებდა.
სკალონის ხელმძღვანელობით არგენტინამ 24 მოიგო, 9 ფრე ითამაშა და 4 წააგო.

შოტლანდია გადათამაშებაში ითამაშებს და ამისათვის 24 წელი დასჭირდა, 1997 წლის შემდეგ პირველად.
შოტლანდიამ მოლდოვა 2:0 დაამარცხა და ჯგუფში მეორეზე გავიდა.

პოლონეთის გოლეადორმა რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა ანდორასთან (4:1). 33 წლის მეგოლემ ამ სეზონის 23 მატჩში (ნაკრებსა და კლუბში) 28 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში კი 2021 წელს 62 გოლი მოუგროვდა. ბარემ ვთქვათ, რომ რონალდოს 42, მესის კი 40 გოლი აქვთ კალენდარულ წელს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: კრიშტიანომ ირლანდიელი გოგონა გააბედნიერა და… ბაზუნუს აწყენინა

ისტორიულ მატჩამდე გავიხსენოთ 14 წლის წინანდელი შეხვედრა მარსელის ველოდრომზე