in

არგენტინა ამერიკის მფლობელია: მესის 45-ე ტიტული და სირცხვილი ასეთი ფინალისთვის

კოპა ამერიკა ისევ არგენტინამ მოიგო. წინა ტურნირის გამარჯვებულმა ტიტულა შეინარჩუნა და მსოფლიოს ჩემპიონობას ახლა ამერიკის ჩემპიონობაც მიამატა. მესის გუნდმა ზედიზედ სამ დიდ ტურნირზე გაიმარჯვა.

ფინალში არგენტინამ კოლუმბია დამატებით დროში 1:0 დაამარცხა და ისტორიაში მეთექვსმეტედ გახდა ჩემპიონი, რაც რეკორდია.

კოპა ამერიკა. ფინალი
მაიამი. „ჰარდ როკ სტედიუმი“
არგენტინა – კოლუმბია 1:0 (0:0)
გოლი: მარტინესი (112)

მატჩი დაახლოებით საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო. სტადიონზე უბილეთო გულშემატკივრების შესვლით გამოწვეული პრობლემის გამო. შეხვედრას იმაზე მეტი მაყურებელი დაესწრო, ვიდრე მაიამის სტადიონი იტევს.
ტაიმებს შორის შესვენებაც 24 წუთი გაგრძელდა, რადგან შაკირამ მინიკონცერტი მოაწყო.

ორივე გუნდი ცდილობდა, თუმცა სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა.
მეორე ტაიმში არგენტინა გააქტიურდა, თამაში უფრო სანახავი გახდა. 65-ე წუთზე მესიმ ტრავმა მიიღო და თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. მოკლედ, ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.
მეორე დამატებით ტაიმში კი ლაუტარო მარტინესმა გადამწყვეტი და გამარჯვების გოლი გაიტანა.

არგენტინამ ზედიზედ სამი ტოპ-ტურნირი მოიგო და ესპანეთის მიღწევა გაიმეორა.

ლაუტარო კოპას ბომბარდირია: 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ემილიანო მარტინესი ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს: 6-დან 5 მატჩში კარი მშრალად შეინახა.

37 წლის მესი 21-ე საუკუნეში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირის ფინალში თამაში ძირითადში დაიწყო.

ლეო მესიმ კარიერაში 45-ე ტროფეი მოიგო.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარეა

ხვიჩა ივლისის ბოლომდე უნდა მოგვარდეს: კვარას კაპიტნობასაც უპირებენ