მემფის დეპაიმ ყველაზე მეტი ქულა (12+6) მოაგროვა საკვალიფიკაციო ეტაპზე გოლი+პასის სისტემით.
ქარიმ ბენზემამ ზედიზედ მე-4 მატჩში გაიტანა. მას 6 გოლი აქვს ამ შეხვედრებში.
უკრაინა ზედიზედ 7 მატჩია არ აგებს – 2 მოგება და 5 ფრე.
ურუგვაიმ ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო და შესარჩევში მე-7 ადგილზეა.
ბრაზილიას სტუმარდ 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში. მან ტურნირის საკუთარი რეკორდი გაიმეორა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ბრაზილიას სექტემბერში არგენტინასთან ჩაშლილ მატჩში ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს.
არგენტინა-ბრაზილიის 0:0-ის შემდეგ გაირკვა, რომ არგენტინა ოფიციალურად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე.
იტალიას არასოდეს არ მოუგია ჩრდ ირლანდიასთან სტუმრად – 3 ფრე და 4 წაგება.
ლეონარდო ბონუჩიმ 114-ე მატჩი ითამაშა იტალიის ნაკრებში. ის მე-6 ადგილს იყოფს კიელინისთან.
ჰარი კეინს 48 გოლი დაუგროვდა ინგლისის ნაკრებში და გარი ლინეკერს დაეწია. მარტო ბობი ჩარლტონს და უეინ რუნის აქვთ უფრო მეტი გატანილი.
კეინმა 113 წლის წინანდელი რეკორდი მოხსნა, ერთ წელიწადში ნაკრებში 16 გოლი გაიტანა.
ინგლისის ნაკრებმა 2021-ში თავისი რეკორდები განაახლა – მოგება (15), გოლები (52) და მშრალი მატჩები (14) ერთ კალენდარულ წელიწადში.
ყველაზე ახალგაზრდა, მთლად ბავშვი და მბაპეს უმაღლესობა – შესარჩევის ფაქტები
GIPHY App Key not set. Please check settings