არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თითქმის 2 ტონა ხორცი ჩაიტანეს.
ორივე გუნდმა სათითაოდ 900 კგ ხორცი წაიღო. ურუგვაის ხორცი მიაწოდა ქვეყნის ხორცის ეროვნულმა ინსტიტუტმა.
არგენტინა და ურუგვაი მსოფლიოში ხორცის მომხმარებელი უმსხვილესი ქვეყნები არიან, ხოლო ასადო ამ ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია. ასადოს გრილზე შემწვარი ხორცის ნაჭრებისგან ამზადებენ.
ორივე გუნდი ასადოს ამზადებდა წინა მუნდიალებზე.
არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ასადოს მნიშვნელობაზეც კი ისაუბრა.
GIPHY App Key not set. Please check settings