საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა აიღო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამაში ლომის წვლილი და მეტიც, გიორგი მამარდაშვილისაა. რომ არა მისი ფანტასტიკური თამაში, ალბათ რამდენიმე გოლს გავუშვებდით. მან 11 სეივი შეასრულა, რაც ევროპის ჩემპიონატებზე ბოლო 20 წელია არ ყოფილა. ჩვენი მეკარე უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. აი რა თქვა უეფას ტექნიკურმა დამკვირვებელთა გუნდმა:
„წარმოუდგენელი იყო მთელი მატჩის განმავლობაში, რაც დაეხმარა საქართველოს მოეპოვებინა პოტენციურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქულა. მან თავდაჯერებულობა და სიმშვიდე მოუტანა თავის გუნდს“.
უეფას გვერდმა თამაშის შემდეგ მცირე ინტერვიუ თავად გიორგისაც ჩამოართვა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე პირველად ხდება?..
ძალიან სასიხარულო და ბედნიერი ვარ, პირველ რიგში იმიტომ, რომ ქულა ავიღეთ ევრო ჩემპიონატზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. სამწუხაროდ, ბოლო მომენტში არ გაგვიმართლა, შეგვეძლო მოგებაც, მაგრამ არა უშავს, შემდეგში უფრო ძლიერები ვიქნებით”.
GIPHY App Key not set. Please check settings