in

არაფერი დამთავრებულა, შევხვდებით ქუთაისში: ტორპედომ პირველი წააგო

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ გასვლაზე „ომონიასთან“ 1:3 დამარცხდა.

საგრძნობ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და „ტორპედო“ ტაიმის ბოლოსკენ მაინც გატეხეს.
თუმცა მეორე ნახევარში ჩვენებმა გათანაბრება მოახერხეს.
შეცვლაზე შესული ცოტნე ფაცაციას წამოწყებული შეტევა ბიორნ იონსენმა ეფექტური პასით გააგრძელა, მომო იანსანემ კი ზუსტად დაარტყა – 1:1.
სამწუხაროდ, ქუთათურებმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხეს, ორი ბურთი მიიღეს და არც თუ ხელსაყრელ ვითარებში ჩაიგდეს თავი.

„ტორპედოს“ მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, მამადუ სახომ.

განმეორებითი მატჩი 1 აგვისტოს ქუთაისში გაიმართება.

კონფერენსლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

ომონია (ნიქოზია) – ტორპედო (ქუთაისი) 3:1
25 ივლისი. თბილისი. “ნეო GSP”. 18 000 მაყურებელი

გოლები: 1:0 კულიბალი (41. ხამასის პასით), 1:1 პირესი (75. იონსენის პასით), 2:1 კულიბალი (78. ევანდროს პასით), 3:1 ევანდრო (84. კაკულისის პასით)

ტორპედო: კლიაიჩი, სანდოხაძე, ნადარაია, მონტეირო (73. ბიძინაშვილი), სახო, მჭედლიშვილი (46. ვარლეი), გიგაური (73. ფაცაცია), ელიტონ ჟუნიორი (56. იანსანე) – ნინკოვიჩი (90+2. შერგელაშვილი), პირესი, იონსენი

გაფრთხილება: მჭედლიშვილი (13), კულიბალი (31), ნინკოვიჩი (33), გიგაური (43), ხარალამპუსი (52), ხამასი (56), ფაბიანო (75), იანსანე (78), იონსენი (87), სანდოხაძე (90+3)

სტივ კინი („ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი):

„შესვენებაზე სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მეორე ნახევარი სხვანაირად დავიწყეთ. სამწუხაროდ, მეორე გოლი ძალიან არასასურველ მომენტში გავუშვით.
არ ვიცი, რა უნდა ვთქვა იმაზე, რაც ჩვენ მიერ გატანილი ბურთის შემდეგ ტრიბუნებზე ხდებოდა. ასეთ დროს თამაში შეუძლებელია, მაგრამ მსაჯმა მატჩი გააგრძელა და მალე მეორე გოლიც გავუშვით.

ამ წაგებით არაფერი მთავრდება. ქუთაისში ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად მოგება შეგვიძლია, მათი იმედი გვაქვს. შევხვდებით ერთ კვირაში ქუთაისში, მადლობა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე დიდი ცირკი: ოლიმპიური ფეხბურთი სკანდალით დაიწყო… არგენტინის გოლი 2 საათის შემდეგ გააუქმეს

ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ: იბერიამ მოიგო, მაგრამ ტირანაში რთული თამაში ელოდება