in

არანაირი შედარება მარადონასთან: კვარას ინტერვიუ იტალიელებთან

კვარაცხელია სერია ა-ს ოფიციალურ არხებთან ინტერვიუს მთავარი გმირი იყო. „ნაპოლის“ ტალანტმა ბევრი თემაზე ისაუბრა.

“ვაღიარებ, რომ ძალიან მომწონს ბურთით თამაში: ხანდახან ალბათ ვაჭარბებ, მაგრამ ეს არის ის, რაზეც ვმუშაობ. ძალიან მიყვარს ბურთით ყოფნა, მაგრამ არც ის მინდა, რომ ეს კონტრპროდუქტიული იყოს. სასარგებლო უნდა იყო გუნდისთვის, ბურთით და მის გარეშე“, – ხაზგასმით აღნიშნა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

შემდეგ მან დაამატა:
“მეტსახელი კვარადონა? რაც შეეხება მარადონასთან შედარებას, ვფიქრობ, მას ვერავინ შეედრება: ის ფეხბურთის ლეგენდა იყო. ძალიან რთული იქნება მისნაირად თამაში. მაგრამ აშკარად ძალიან ბედნიერი ვარ, როცა მას ადარებენ. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს და კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაძლევს. როცა ასეთ მოთამაშეს უახლოვდები, მხოლოდ ამაყი და ბედნიერი ხდები“.

“ურთიერთობა სპალეტისთან? მინდა ხაზი გავუსვა მის ადამიანურობას და პიროვნებას. პირველი დღიდან ყოველთვის მელაპარაკებოდა და მიხსნიდა: მისგან ბევრს ვსწავლობ და შევამჩნიე, რომ უკვე გავიზარდე. ტაქტიკურად ბევრი რამ ვისწავლე და მინდა ასე გავაგრძელო, მეტი ვისწავლო: ლუჩანო შესანიშნავი მწვრთნელია, ის ყოველთვის მეუბნება, რომ მეტი უნდა გავაკეთო, არ უნდა ვიყო კმაყოფილი და ცოტა მეტი ვითამაშო თანაგუნდელებზე“.

“რას ვფიქრობ კიმზე? მინდა ვთქვა, რომ ის მშვენიერი ადამიანია, რომელსაც დიდი პოზიტივი მოაქვს გასახდელში. რთულია სერიოზულად ყოფნა, როცა მასთან ხარ, მას ძალიან უყვარს ხუმრობა. რაც შეეხება მოედანს, ის ძალიან ძლიერი მცველია. ჩემთვის ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. თუ დაცვაში ჩამორჩება, დაცული ხარ, იცი, რომ შეაჩერებს თავდამსხმელს და არ დაუშვებს გოლის გაშვებას. არაჩვეულებრივი მცველია, რადგან ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში“, – განაცხადა ქართველმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას ფასი გაიზარდა: კვარა სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებულთა ათეულშია – ქართველს მხოლოდ 5 კაცი უსწრებს

მოგებული წავაგეთ: სამოამ თბილისში პირველად გაიმარჯვა