გიორგი მიქაუტაძემ, რომლის სახლიც შეიარაღებულმა პირებმა გაძარცვეს, ინსტაგრამის საკუთრ გვერდზე მოკლე კომენტარი დაწერა და აღნიშნა, რომ არ დაშავებულა.
„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ კარგად ვარ, გაძარცვისას არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია. მადლობა მხარდაჭერისთვის, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ვრჩები ჩემს მიზნებზე ორიენტირებული და მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას“.
კვირას, „ნიცასთან“ მატჩის შემდეგ „ლიონის“ ქართველი თავდამსხმელის სახლი ორმა შეიარაღებულმა პირმა გაძარცვა.
მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს: გიორგი ამ დროს სახლში იყო და იარაღით დაემუქრნენ
GIPHY App Key not set. Please check settings