in

არავისი არ გვეშინია: კვეკვესკირი ბალანსს ეძებს

საქართველოს ნაკრები ბათუმშია და ბათუმის სტადიონზე საღამოს ვარჯიში აქვს, სადაც ხვალ უკრაინას უნდა ეთამაშოს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში.
მანამდე გუნდის მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ერთად პრესკონფერენციაზე მივიდა ნაკრებში დაბრუნებული ნიკა კვეკვესკირი.

მეტი აგრესია: სანიოლს შემტევი ფეხბურთი უნდა, მაგრამ… ორივე თამაში მოსაგებია

„საქართველოს ნაკრები იზრდება და ფეხბურთელებს საკუთარი ძალების სჯერათ. თავდაჯერება კი შედეგების მიხედვით იცვლება. თუმცა, ოქტომბრის შედეგებს გუნდზე ცვლილება არ მოუხდენია და იმედი მაქვს, ამას ხვალინდელ მატჩშიც ვაჩვენებთ.

ფეხის დაცდენაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ. ჩვენს გუნდს ეს შეუძლია. ფეხბურთში სითავხედე საჭიროა, რომ არავის შეუშინდე, სხვანაირად ვერ ითამაშებ.
სითავხედესა და თავდაჯერებას შორის ბალანსის პოვნაა საჭირო. ვფიქრობ, ჩვენს გუნდს ეს აქვს. არავისი არ გვეშინია“.

საქართველოსა და უკრაინის მატჩი 16 ნოემბერს, 21:00 საათზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეტი აგრესია: სანიოლს შემტევი ფეხბურთი უნდა, მაგრამ… ორივე თამაში მოსაგებია

ხვიჩა ბარსას და პსჟ-ს აინტერესებს: ნაპოლის 100 მილიონი უნდა