in

არავისზე ნაკლები არ ვართ: რა თქვა ხვიჩამ რონალდოსთან შეხვედრაზე

საქართველონს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორეტუგალია დაამარცხა 2:0 და პლეი-ოფში გავიდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც პრესკონფერენციაზე წარმატების მიზეზებზე ისაუბრა და რონალდოს ფაქტორიც ახსენა:

„ვაჩვენეთ, რომ ყველასთან მოგება შეგვიძლია. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ უკვე მომდევნო თამაშზე ვფიქრობთ. მადლობა მედიას და გულშემატკივრებს, რომ ქართული ფეხბურთისთვის ასეთ საქმეს აკეთებთ.

ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. ალბათ, არავის ეგონა, რომ ამას გავაკეთებდით, მაგრამ ძლიერი გუნდი იმით ვართ, რომ როდესაც თუნდაც ერთი პროცენტია შანსი, მაინც ბოლომდე ვიბრძვით. ეს დავაზუსტეთ და ჩვენი ძალა ყველას ვაჩვენეთ.

არავისზე ნაკლები არ ვართ, გვაქვს შანსი, რომ სულ უფრო წინ და წინ წავიდეთ. ჩვენი სიძლიერე იმაშია, რომ ერთიანები ვართ და ამით ყველაფერს ვაღწევთ.

რონალდოს მაისური? გამოვართვი. ვერ წარმოვიდგენდი, რაც მოხდა. თამაშამდე მოვიდა და წარმატებები მისურვა. ამაშიც ეტყობა, რომ დიდი ფეხბურთელი და მოედის მიღმაც დიდი პიროვნებაა.
რონალდოს მაისურიც მაქვს და შემდეგ ეტაპზეც გავედით. დღეს საუკეთესო დღეა ჩვენს ქართულ ცხოვრებაში.

დღეს უბედნიერესები ვართ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ ისტორია დაწერა: პორტუგალია ჩვენს გამარჯვებას დამსახურებულს უწოდებს

უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში: ეცდებიან, კიდევ ერთი გადატრიალება მოახდინონ – რას წერენ საქართველოზე