in

არაბ პრინცს შატორუს ყიდვა უნდა, შეფილდი უკვე მის კოლექციაშია

საფრანგეთის მეორე ლიგის კლუბმა „შატორუმ“ შესაძლოა მფლობელი შეიცვალოს.

როგორც გამოცემა L’Equipe წერს, „შატორუს“ შეძენით საუდის არაბეთის პრინცი აბდულა ბენ მოსაად ალ-საუდია დაინტერესებული. მისმა უდიდებულესობამ „შეფილდ იუნაიტედის“, „ბერსხოტის“ და კიდევ რამდენიმე კლუბის ყიდვა უკვე მოასწრო.

„ჩემი კომპანიის United World-ის დირექტორი გუნდის ბოლო თამაშს დაესწრო და კლუბის დირექტორთა საბჭოსთან მოლაპარაკებაც შეძლო.
ჩვენ გვესმის, რომ დიდი შანსია კლუბი მეორე ლიგიდან გავარდეს, თუმცა მალევე უკან დაბრუნების შესაძლებლობაც დიდია. რამდენიმე წლის შემდეგ გუნდი უკვე პირველ ლიგაში იქნება“, – განაცხადა პრინცმა და ისიც დაამატა, რომ მფლობელის ცვლილების შესახებ განცხადება უახლოეს მომავალში გაკეთდება.

აბდულას ქონება 200 მილიონ ევროდაა შეფასებული. ის გეგმავს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 6-8 კლუბი შეიძინოს.

„შატორუ“ საფრანგეთის ლიგა 2-ში მე-20 ადგილს იკავებს და 28 მატჩში მხოლოდ 18 ქულის მოგროვება შეძლო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: გულისამაჩუყებელი ტრადიცია – ვისენტე კალდერონზე ყვავილები არ აკლდა

64 გოლი 37 მატჩში: ჰაალანდის ბიძაშვილმა ნორვეგიაში შოუ მოაწყო და ერლინგის მარშრუტით მიდის