ჰამადის აეროპორტში 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერი წარადგინეს.
როგორც ფიფას ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი, ნამუშევარი ყატარელ მხატვარ ბუტეინ ალ მუფტახს ეკუთვნის.
ძირითად პოსტერზე ასახულია ჰაერში ასროლილი ტრადიციული თავსაბურავი, რაც როგორც ყატარელი, ასევე მთელი არაბული სამყაროს გულშემატკივრების დღესასწაულს აღნიშნავს.
შვიდი დამატებითი პოსტერი არაბული სამყაროს ფეხბურთისადმი ლტოლვას ასახავს, თამაშისადმი, რომელიც ოჯახებს აერთიანებს.
ყატარის მუნდიალი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings