ქუთაისის “ტორპედო”, რომელმაც Crystalbet ეროვნული ლიგის პლეი-აუტში საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა და მარტვილის “მერანი” დაამარცხა, მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას იწყებს.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქუთაისური გუნდის მთავარ მწვრთნელს გიორგი ცეცაძეს “ტორპედოში” გიორგი არაბიძის ხილვა სურს. არაბიძე ბოლოს სწორედ ცეცაძის “სამტრედიაში” თამაშობდა და იმერულ გუნდს ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში ვერ დაეხმარა.
არაბიძე ამჯერად პორტუგალიური “ნასიონალის” საკუთრებაა, მაგრამ 24 წლის ქართველი ფეხბურთელი უცხოურ კლუბს ეძებს, რომელშიც სათამაშო პრაქტიკა ექნება.
უცხოური ვარიანტის ვერ ნახვის შემთხვევაში კი, ქართველი შემტევი, უდიდესი ალბათობით, სწორედ “ტორპედოს” ღირსებას დაიცავს.
დიდი ალბათობით “ქუთათურებს ბათუმის “დინამოდან” წამოსული გიული მანჯგალაძეც შეუერთდება. ცეცაძე მანჯგალაძესაც კარგად იცნობს. იგი “სამტრედიასთან” ერთად ჩემპიონი გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings