in

ანჩელოტი: გუნდში ბერმუდის სამკუთხედი მყავს

რაოდენ ხშირია თანამედროვე ფეხბურთში მეტაფორები, შედარებები ანდაც გაპიროვნებები, თუმცა ზედგამოჭრილი მხატვრული ხერხის მოძიება იოლი საქმე როდია და ის, მხოლოდ ნამდვილ ოსტატებს გამოსდით. კარლო ანჩელოტიზე დიდი ოსტატის მოძიება კი რთული ამბავი იქნება.

„კროოსის, მოდრიჩისა და კაზემიროს სახით ბერმუდის სამკუთხედი მყავს, რადგან, როდესაც ბურთთან ისინი ჩნდებიან, ის უბრალოდ ქრება“ – ასე შეაფასა ლეგენდარულმა იტალიელმა დიდებული ტრიოს ბურთთან ურთიერთობა. არის მართალი? – ამაზე იფიქრეთ, თუმცა სიმართლეს ძალიან ჰგავს და თუკი რომელიმე რგოლში „რეალი“ ზედმეტად გამორჩეულია, ეს, სწორედ ნახევარდაცვის ხაზია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალ დეკადაში ახალი ტენდენციით: ქართველი ფეხბურთელები ნაღდ ევროპაში მიდიან

მას შეუძლია მეტოქე დაამარცხოს: სპალეტიმ კვარაცხელიას კარგი თამაში აღნიშნა